პოლიტიკა
ანა დოლიძე მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორის გადადგომას ითხოვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორის, თინათინ აბრალავას გადადგომას ითხოვს.
დოლიძის განმარტებით, დეპარტამენტის დირექტორი არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის ნათესავი. დოლიძის თქმით, ნათესაური კავშირები მანიპულაციის რისკს ქმნის.
„როგორც საბჭოს წევრისთვის, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორი არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე. ამავე დროს, არის ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ნათესავი. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს, რადგან მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტში გროვდება მთელი ინფორმაცია, საბჭოს წევრები როგორ აფასებენ მოსამართლეებს, მოსამართლეების ფინანსური და პირადი ცხოვრების შესახებ, რას ვფიქრობთ ჩვენ მოსამართლეებზე. დეპარტამენტის დირექტორი ესწრება ყველა გასაუბრებას.
მჭიდრო ნათესაური კავშირი დეპარტამენტის დირექტორის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და თანამდებობის პირებთან, აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს, რომ შეიძლება მოხდეს პროცესის პოლიტიკური მანიპულირება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო მოხელე ვალდებულია, მოიქცეს ისე, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც ამ შემთხვევაში, გამორიცხულია. ყველასთვის უმჯობესია, კანონის შესაბამისად მან დატოვოს თანამდებობა და კონკურსის წესით ღიად ავირჩიოთ ახალი ადამიანი“, – განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხს, მათ შორისაა სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება. საკითხზე მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეა. გარდა ამისა, საბჭო ივნისის თვეში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზეც იმსჯელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


