სამართალი
ანა დოლიძე მოსამართლეთა საგამოცდო სისტემაში ცვლილებებს ითხოვს
ჩააბარებენ თუ არა მოსამართლეები გამოცდებს გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ექნება თუ არა კავშირი ტესტირებასთან იუსტიციის საბჭოს.- ამ საკითხის დაყენებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აპირებს.
დოლიძის აზრით, იუსტიციის საბჭო მოსამართლეებს არ უნდა აკონტროლებდეს, ვინაიდან ეს მიუკერძოებლობის გარანტიას არ იძლევა.
„საკვალიფიკაციო გამოცდისგან თითქმის მთლიანად უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს ჩამოშორება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ობიექტური შეფასების სისტემა. წარმოდგენილ ცვლილებებში მაინც კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი უფლება დაუწეროს ნიშანი გამოსაცდელ პირს.
მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს დაცული, გამოცდა უნდა იყოს სრულიად და ყოველმხრივ ანონიმური,“-აცხადებს დოლიძე.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


