პოლიტიკა
ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება სად არის, ან განვითარება - ნიკა მელია ბილბორდებზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, წინასაარჩევნო ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მაგივრად ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამოჩენა რეიტინგის აწევას ემსახურება. მელიას თქმით, ივანიშვილს ჰგონია, რომ საზოგადოების ჭარბი ნდობით სარგებლობს.
„როგორი ადამიანები გააკრეს საარჩევნო ბანერებზე, ადამიანები, ვინც ისტორიულ ნიშნულამდე ლარი გააუფასურა, საწვავი ისტორიულ ნიშნულამდე გააძვირა; ვის პირობებშიც გაჭირვებული კიდევ უფრო გაჭირვებულად გრძნობს თავს და ღარიბი გაღატაკდა, ვის პირობებშიც 800 ათასი ქართველი ქვეყნიდან გავიდა, მილიონამდე სოციალურად დაუცველია, 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და უკეთესი ხვალინდელი დღის პერსპექტივაც დაიკარგა - და ეს ყველაფერი შექმნა ივანიშვილმა. მას მიაჩნია, რომ კვლავ აქვს ის ჭარბი ნდობა საზოგადოებაში და უთხრა შტაბის წევრებს, რომ აუცილებლად გააკარით ჩემი ბილბორდები და მიაწერეთ - თავისუფლება, განვითარება და ღირსება. ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება სად არის, ან განვითარება?!“ - განაცხადა მელიამ.
დღეს დილიდან ახალი წინასაარჩევნო ბილბორდები გაჩნდა. ზოგიერთებზე სალომე ზურაბიშვილის მაგივრად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ფოტოებია განთავსებული.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


