პოლიტიკა
ამოცანაა არაა ადამიანების უბრალოდ სამსახურებიდან გაშვება, არამედ საუკეთესო კადრების შენარჩუნებაა - დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს თანხების გადათვლა, რომლის მიხედვით დადგინდება, რა მასშტაბის ოპტიმიზაცია განხორციელდება სამინისტროებში.
„ამ დროისთვის, მიმდინარეობს თანხების გადათვლა. დღეს რთულია იმის თქმა, რა თანხა დაიზოგება. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეფექტური მართვა და შესაბამისად შედეგების მიღება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
მოგეხსენებათ, რომ ამოცანა ერთი მხრივ, არ არის ადამიანების უბრალოდ სამსახურებიდან გაშვება, თუმცა, ამოცანა, რა თქმა უნდა არის, რომ საუკეთესო კადრები ყველა სამინისტროდან იყოს შენარჩუნებულები. ამ კადრებს ჰქონდეთ შესაბამისი დამსახურებისა და კანონმდებლობის მიხედვით ანაზღაურება და ქვეყანამ მიიღოს ის პროდუქტი, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ. ამიტომ, სანამ მინისტრები არ გააერთიანებენ ამ სამინისტროებს, სანამ ისინი რეალურად არ დაინახავენ შესაძლებლობების იმ სინერგიას, რომელიც, რა თქმა უნდა, გაერთიანების წინ მკაფიოდ ჩანს და ჩანდა, მანამდე ძალიან ძნელი იქნება კონკრეტული ციფრების თქმა, რადგან არ ღირს მოსახლეობის თავიდან შეცდომაში შეყვანა, ან არასწორი მოლოდინების შექმნა.
აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც“, -თქვა ქუმსიშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


