პოლიტიკა
ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის - გიორგი კვირიკაშვილი
დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ,,ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პირველადი შედეგებით ლიდერობს კახა კალაძე.
,,მინდა, ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება.
ჩვენ ველოდებით, საბოლოო შედეგებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებას.
დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს.
მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, ნდობის ასეთი მაღალი ხარისხისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის უდიდესი პასუხიმსგებლობა. მინდა, იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მთელ ძალისხმევას სწორედ ამ ნდობის დასამტკიცებლად მიმართავს.
მადლობას ვუხდით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.
ეს გახლავთ დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ამ ძალიან დიდ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


