პოლიტიკა
ამომრჩეველთა აქტივობამ 45,64% შეადგინა - ცესკო
წინასწარი მონაცემებით, მთელს საქართველოში 1 569 992-მა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 45,64%ია, - განაცხადა ცესკო-ში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოს-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43,4%.
მიქელაძის თქმითვე, საღამოს 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა კანონის შესაბამისად.
ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, 2014 წლის არჩევნებზე 20 :00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43,31%.
,,დღეს ცესკო-ს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მთელი დღის განმავლობაში, დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე შემოვიდა 1468 ზარი და 134 შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება.
რაც მთავარია, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.
20:00 საათზე კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საუბნო საარევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადებში მოეწოდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ისინი მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიებმა უნდა დაითვალონ სამი სახის ბიულეტენები და შესაბამისად შეადგიბონ სამი შემაჯამებელი ოქმი“, - განაცხადა მიქელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


