პოლიტიკა
Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს თურქეთს მუსტაფა ემრე ჩაბუქი
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა თურქეთისთვის.
ასათიანის განმარტებით, ჩაბუქის ექსრადირება თურქეთში შეფასდება მისი უფლებების უხეშ დარღვევად, რაც ნიშნავს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში რეალური რისკის ქვეშ დადგება მისი ფუნდამენტალური უფლებები. კონკრეტულად კი ის შეიძლება აღმოჩნდეს წამების რისკის ქვეშ, დიდი ალბათობაა იმისა, არ მოხდეს სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვა და ასევე სხვა დარღვევებს ჰქონდეს ადგილი.
თუკი ჩაბუქის ექსტრადიცია მოხდება, Amnesty International-ის პოზიციის მიხედვით, ეს იქნება ამ ადამიანის არასამართლიანად გადაცემა, ეს იქნება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების დარღვევა, ეს იქნება საქართველოს ვალდებულებების დარღვევა როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ვალდებულებების”, - განაცხადა ლევან ასათიანმა.
ცნობისთვის, Amnesty International-მა დღეს წარადგინა ყოველწლიური ანგარიში, სადაც მოხვდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეც.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


