უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

ამის დასასრული იქნება ძალიან ღრმა, მძიმე კრიზისი, რომელიც პრობლემას შეუქმნის ქალაქის ეკონომიკას - ვასილ ურუშაძე ტაქსის მომსახურების გაძვირებაზე

HUB Georgia-ის აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ურუშაძის განცხადებით, ტაქსის მომსახურების გაძვირება თბილისის ეკონომიკაში ღრმა და მძიმე კრიზისს გამოიწვევს.

ურუშაძის თქმით, ქალაქში რომ ნაკლებმა ტაქსმა და კერძო ავტომობილმა იმოძრაოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს.

„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სატაქსომოტორო სერვისის რეფორმის შედეგად მიგვეღო უფრო გაუმჯობესებული სერვისი, გაუმჯობესებული საგზაო მოძრაობა და გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, როგორც ჩანს, მივიღებთ უფრო მეტად გაძვირებულ სერვისს და მეტს არაფერს. ამაზე თბილისის მერმაც აღნიშნა, რომელსაც, როგორც ჩანს, აწუხებს ტაქსის სერვისის ხელმისაწვდომობა და სურს, ეს ხელმისაწვდომობა გაართულოს და უფრო მიუწვდომელი გახადოს მოქალაქეებისთვის.

იმისთვის, რომ ქალაქში ნაკლებმა ტაქსმა და კერძო ავტომობილმა იმოძრაოს, საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რაც ქალაქში მოძრაობასაც განტვირთავს და ტაქსით მომსახურების საჭიროებასაც შეამცირებს. ამ მიდგომებითა და შეფერხებების შექმნით პრობლემა ვერ მოგვარდება. სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში უკვე არის. პიკის საათებში ტაქსები ძირითადად, მიუწვდომლები არიან. ეს არის კოლაფსის პირველი ფაზა და თუ ასე გაგრძელდება, არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯები, ისევ ბიუროკრატიული გზით წავალთ, დამატებით ბარიერებს შევქმნით, ამის დასასრული იქნება ძალიან ღრმა, მძიმე კრიზისი, რომელიც არა მარტო მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათ გადაადგილებას შეუქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას შეუქმნის ქალაქის ეკონომიკას",- განაცხადა ურუშაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი