საზოგადოება
ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც მძიმე ქრონიკული დაავადება - მანანა იმედაძე
კომპოზიტორმა მანანა იმედაძემ აბსურდი უწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ 22 წლის სალომე ქემაშვილს H1N1-თან ერთად მძიმე დაავადება ჰქონდა.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!! ძალიან გთხოვთ,რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა, რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!!“, - დაწერა იმედაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე.
22 წლის სალომე ქემაშვილი ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე არსებულ, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


