სამართალი
ამირან დევნოზაშვილი, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი, დაკავებულია
სამართალდამცველებმა სვანეთში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი დააკავეს, რომელსაც წლების განმავლობაში სახლში 8 შვილი ჰყავდა გამოკეტილი.
შსს-ის ცნობით, დევნოზაშვილი სსსკ-ის 150-ე მუხლითაა დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს. უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
იანვარში მედიიდან გახდა ცნობილი, რომ დევნოზაშვილს 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს, რომლებსაც ის სახლიდან არ უშვებდა, ისინი არც სკოლაში, არც ბაღში არ დადიოდნენ. მისი განცხადებით, ბავშვები საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ. შვილების ასაკი 7-დან 21 წლამდეა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


