სამართალი
ამიხსნეს, რომ საქმე საბოტაჟის მუხლით იყო აღძრული და უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ კანონიც ახსენეს - მარიამ ბაჯელიძე
სამოქალაქო აქტივისტი მარიამ ბაჯელიძე აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკა ზედაპირული იყო და პროკურატურის წარმომადგენლების მთავარი მიზანი ტელეფონის ამოღება იყო.
„მათი მიზანი იყო ტელეფონი ამოეღოთ. პირდაპირ ეთერში რომ გავედი გაღიზიანდნენ და წამართვეს. მობილური როდესაც წაიღეს, ამიხსნეს, რომ მოსულები არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ კანონი მიხსენეს. მეუბნებოდნენ, რომ ეძებდნენ რაიმე ტიპის ელექტრონულ ნივთს, ასევე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას, ან ნივთს. ჩხრეკის პროცესი ზედაპირულად ჩაატარეს. იცოდნენ, რომ ტელეფონი იყო მთავარი, რაც უნდა ამოეღოთ. გადაწყვიტეს, რომ ლეპტოპიც წაეღოთ“,- აღნიშნა ბაჯელიძემ.
ცნობისთვის, მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა გამთენიისას ჩატარდა და უკვე დასრულებულია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


