პოლიტიკა
ამერიკელმა მეცნიერებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის წამყვანი მეცნიერების დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი შეაჯამეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წამყვანმა სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის სტრატეგია და გატარებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში ღონისძიებების კომპლექსურად გატარება უმნიშვნელოვანესია.
„საქართველოს წინაშე დგას მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამოცანა. მოკლევადიანი არის მონიტორინგი, რაც მოგვცემს ინფორმაციას მავნებლის გავრცელების და ინტენსივობის შესახებ. მონიტორინგის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ქიმიური შეწამვლა. საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოზამთრებული ბაღლინჯოს განადგურება. ხოლო გრძელვადიანი ამოცანა გულისხმობს “მოიზიდე და მოკალის“ მეთოდების გამოყენებას და ბიოლოგიურ მეთოდებზე მუშაობას“, - განაცხადა ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგიისა და მცენარეთა პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფილიპ მალდერიმ.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანმა მეცნიერებმა გამართეს შეხვედრები და მოინახულეს საქართველოს რეგიონები, სადაც ადგილზე გაეცნენ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს. აგრეთვე გაიმართა მასშტაბური კონფერენცია საქართველოს სამეცნიერო წრეების მონაწილეობით.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


