პოლიტიკა
ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებისკენ - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.
„მსურს, გულწრფელად მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს. ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებისკენ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


