უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2016 12:55
font-size

ამერიკელი კონგრესმენები: დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი ლიდერია

ამერიკელი კონგრესმენები ერიკ პოლსენი და ბილ კიტინგი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანებიან და ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ, – აცნობეს მედიანიუსს საგარეო უწყებიდან..

„ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიის მიმართ მტკიცე ერთგულების დემონსტრირებას“ - ნათქვამია ერიკ პოლსენის განცხადებაში.

კონგრესმენი ბილ კიტინგი მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაწეულ სამუშაოს, რაც, მისი თქმით, უზრუნველყოფს იმას, რომ მთავრობა ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდეს.

„თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთელს რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ლიდერად აქცია“ - წერს ბილ კიტინგი.

ბილ კიტინგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტურიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ლიდერის პოზიციას.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი