საზოგადოება
ამერიკაში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკის ჰარვარდის კლუბში (The Harvard Club in New York) გაიმართა.
„Vinoveli Inc“-მა აღნიშნული ღონისძიებით დაიწყო სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანია აშშ-ში ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორ არჯუნ დევანთან (Arjun Dewan) თანამშრომლობით. კამპანიის მიზანია „Vinoveli Inc“-ის პორტ-ფოლიოში არსებული ღვინოების წარდგენა აშშ-ის ბაზარზე მომუშავე დისტრიბუტორების, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლების, სომელიეებისა და ჟურნალისტებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად.
ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის შესახებ შვიდი დეგუსტაცია გაიმართა საცალო-ქსელურ სუპერმარკეტებსა და გაყიდვების ობიექტების საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში ნიუ-ჯერსსა და მასაჩუსეტში , სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ღვინოები.
ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ბოლო 3 თვეში ქართული ღვინის წარდგენა არაერთ ღონისძიებაზე გაიმართა: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი), „San Diego Food + Wine Festival“ (სან-დიეგო), ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ - „V is for Vino“ .
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


