პოლიტიკა
ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ - მიხეილ სააკაშვილი
„ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ“, - განუცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურს. მისი თქმით, მას მწვანე ბარათის აღების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა არ გამოუყენებია.
„შემეძლო მისი აღება, შემომთავაზეს, მაგრამ მე არ მინდოდა. ასვე მაქვს ტურისტული ვიზაც. ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა“, - განუცხადა სააკაშვილმა „ამერიკის ხმას“.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, ის აშშ-ში სამუშაო ვიზით იმყოფება, რომელსაც ვადა 2018 წელს ეწურება.
სააკაშვილის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში ის ჰოლანდიის მოქალაქეობას აიღებდა.
„ჰოლანდიის მოქალაქეობა რომ მნდომოდა, დიდი ხნის წინ ავიღებდი. ჩემი ცოლი ახლა საქართველოს მოქალაქეა. ჩემი შვილები ქართველები არიან. ფორმალურად არა, მაგრამ რეალურად მე ქართველი ვარ“, - თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა, ამის მიზეზი გახდა მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შევსებისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება. სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


