სამართალი
ამერიკაში დაკავებულ ქართველებს შორის, შესაძლოა, ორი სპორტსმენი იყოს
ამერიკაში დაკავებულ ქართველებს შორის, ორი შესაძლოა სპორტსმენი იყოს.
ესენია, ავთანდილ ხურციძე, რომელიც WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია და ლევან მაყაშვილი, რომელიც შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლია.
ამასთან, ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, იოსებ კობერიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამორიცხავს ხურციძის რაიმე კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან.
კობერიძე ვარაუდობს, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული ავთანდილ ხურციძე სხვა პიროვნებაა და ადგილი აქვს უბრალოდ სახელისა და გვარის დამთხვევას.
„ავთოს რაც შეეხება, გუშინ ის საქართველოში იმყოფებოდა, გუშინ გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმედი მაქვს, რომ სახელის და გვარის უბრალოდ დამთხვევაა. ჩვენი ვარაუდით, ამ დილით ჩაფრინდებოდა იგი ამერიკაში. ლევან მაყაშვილის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, დანამდვილებით ის არის თუ მისი გვარი და სახელი ემთხვევა ამ შეთხვევაშიც. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ავთოს პირადად ვიცნობ და ჩემთვის წარმოუდგენელია მისი რაიმე კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.
შესაძლებელია, ასეთი ვერსიაც არსებეობს, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ ოპერაციის დროს და უბრალოდ საერთო მასაში მოყვნენ. იმედი ვიქონიოთ, რომ დღის განმავლობაში ყველაფერი სასიკეთოდ გაირკვევა“,-განაცხადა იოსებ კობერიძემ.
იგივეზე საუბრობს ავთანდილ ხურციძის დედაც, რომლის ინფორმაციით, ხურციძე ოთხშაბათს გამთენიისას გაფრინდა ამერიკაში. მაყვალა ხურციძე სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
„ერთი კვირა თბილისში ვარჯიშობდა, მერე დამირეკეს საელჩოდან და მითხრეს, ავთანდილის ნომერი გვინდაო, ნომერი მივეცი. ნომერი რომ მივეცი მივიდა საელჩოში. საელჩოში მივიდა გუშინწინ დილას - სამშაბათს დილას. ჩაურტყეს ბეჭედი და უთხრეს უნდა წახვიდე ამერიკაშიო. იქიდან მოუვიდა ბილეთი და წავიდა გუშინ 4 საათზე - გამთენიისას. მეტი მე არაფერი არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცით, რომ წავიდა. მეტი არაფერი არ ვიცით“,-აღნიშნა ავთანდილ ხურციძის დედამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


