სამართალი
ამჯერად შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა - პროკურორი
სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარდგება .
„გაგრძელდება „ციანიდის საქმეზე“ სასამართლო განხილვა და ბრალდების მხარე წარვდგებით შესავალი სიტყვით და ამჯერად უკვე შევეცდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავამტკიცოთ, რომ გიორგი მამალაძე ანგარების მოტივით ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. მას ჰქონდა სურვილი, შეენარჩუნებინა არსებული მატერიალური კეთილდღეობა და მიეღწია კიდევ უფრო მეტი კარიერული წინსვლისთვის და ამიტომ ცდილობდა და ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას“, -თქვა პროკურორმა.
თავის მხრივ დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის წაყენებას აპირებს, ერთ-ერთია ყოფილი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის დასკვნა, რომლის ჩართვასაც მტკიცებულების სახით ბრალდებულის ადვოკატები ითხოვენ.
სასამართლო პროცესი დახურულია მედიისთვის.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


