პოლიტიკა
ამ წუთამდე პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხდარა და იმედია, ისე ჩაივლის ეს პროცესი - გიორგი მღებრიშვილი
საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა დიდუბის მერვე ოლქის #26 საარჩევნო უბანზე.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის.
„პოლიცია არის აპოლიტიკური, ჩვენ ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტის პრინციპს. დღეს ჩემი არჩევანის შესახებ საჯაროდ განცხადებებს არ გავაკეთებ. პატივს ვცემ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს.
ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმუმი გაკეთებული იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული, მაღალი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს განაწილებული პოლიციელები, იმ დისტანციაზე, რასაც კანონი უშვებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვევა.
ამ წუთამდე პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხდარა და იმედია, ისე ჩაივლის ეს პროცესი“, - თქვა მღებრიშვილმა.
დღეს ადგილობრივი თვითმმარტველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატსა და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


