უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ოქტომბერი, 2025 13:33
font-size

ამ ტყვეების აყვანაზე, რაც ახლა მიმდინარეობს, პასუხისმგებელი არის, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი - ანა წითლიძე

ახლა, რასაც რეჟიმი აკეთებს არის ის, რომ აჰყავს ტყვეები - ასამართლებს 63 წლის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე; ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის მუშა, საათების შემკეთებელია და დღეში 20 ლარზე მუშაობს; ასამართლებს ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი; ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე, რეანიმაციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 4 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ყველა ის ადამიანი, ვისაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე“. ანა წითლიძის განმარტებით, ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, რომლის სრული უფლება მათ ჰქონდათ.

„ამ ტყვეების აყვანაზე, რაც ახლა მიმდინარეობს, პასუხისმგებელი არის, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი. რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი,რომელიც აქციაზე იდგა და იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, ამ ქვეყნის კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და იცავდა ამ ქვეყნის ეროვნულ მთავარ ღირსებას, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა რეჟიმს ტყვედ აჰყავს, არის საქართველოს პატრიოტი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, გუშინ ესწრებოდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესებს, სადაც ჩანდა, „თუ როგორ ადამიანებს ასამართლებს რეჟიმი“ , მათ შორის სიმსივნის დიაგნოზის მქონე პირს.

„ასამართლებს 63 წლის, თითქმის საპენსიო ასაკის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე და რომელიც აქციაზე მოვიდა იმისთვის, რომ ჰქონდეს ღირსეული პენსია და ქვეყანას არ მართავდეს საოკუპაციო რეჟიმი. ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის მუშა, საათების შემკეთებელი და რომელიც დღეში 20 ლარზე მუშაობს. ასამართლებს ადამიანს,რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი და აქციაზე იდგა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მას არ აქვს ჯანდაცვის შესაბამისი სერვისები საკუთარი შვილისთვის, არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება იმისთვის, რომ საკუთარ შვილს წამალი უყიდოს.ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე, რეანიმაციაზე. იცით, რატომ იდგა კახა მჟავანაძე აქციაზე და რატომ იბრძოდა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის? იმიტომ, რომ მას უნდა ისეთ საქართველოში იცხოვროს, სადაც წამლის ფული ექნება შვილებისთვის და მეუღლისთვის. რეალურად, რუსული საოკუპაციო რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, „რუსულ საოკუპაციო რეჟიმს“, რომელიც ქვეყანა მართავს, არცერთი საერთაშორისო პარტნიორი არ აღიარებს.

„რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, საქართველოს მოქალაქეებში არ აქვს ლეგიტიმაცია. 4 ოქტომბერს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე იდგა ქუჩაში, საქართველოს ასი ათასობით მოქალაქემ თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ აღიარებენ საოკუპაციო რეჟიმს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვინმე მოქმედებდა 4 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად, ეს არის მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი