პოლიტიკა
ამ შეთანხმებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს - გიორგი კვირიკაშვილი
მინდა, მიგილოცოთ „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ გაფორმება, რადგან ამ შეთანხმებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს,– ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმების ხელმოწერას. გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომლითაც, საქართველო ხდება ევროპული წესრიგის ნაწილი. ამ დოკუმენტის თანახმად, გვექნება, პრაქტიკულად, ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სტრუქტურებთან. ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცილებით მეტ ოპერატიულ შეხებას ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ევროპოლთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ სტუქტურებთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის ფონზე. მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულება უპირველეს ყოვლისა არის პასუხისმგებლობა, რომელიც ღირსეულად უნდა ვატაროთ, როგორც ევროპის სანდო პარტნიორებმა,“–განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


