პოლიტიკა
ამ შემთხვევაში ტრამპზე გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“, მაგრამ მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი აჯობებს „დიფ სთეი - ირაკლი კობახიძე
„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი, კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული აქტის მიღებით გამოჩნდა, რომ „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა.
მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“.
„როგორ შეიძლება „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. როცა ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება ეს ნიშნავს, რომ რთულ მომენტში „დიფ სთეითმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ამ რამდენიმე დღის წინ. დღესაც შეგვიძლია ვთქვათ და ჯერ კიდევ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს თუ ასე მოხდება. დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ. მაგალითად, ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითი“. ამ შემთხვევაში ტრამპზე გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“, მაგრამ მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი აჯობებს „დიფ სთეითს“. უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


