პოლიტიკა
ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე რუსეთთან რაიმე სახის დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია - დავით ბაქრაძე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხების გადაწყვეტის გარეშე რუსეთთან რაიმე სახის დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია.
,,ძალიან მკაფიოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რომელიც დარღვეულია სწორედ რუსეთის ძალისხმევით, და სუვერენიტეტის საკითხებთან დაკავშირებით. ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე რაიმე სახის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რასაკვირველია, საუბარი ზედმეტია.
სწორედაც რომ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ იყო კონფრონტაციული. მეტიც, ის იყო მეტად პრაგმატული და მიმართული დეესკალაციისკენ. იყო ერთადერთი სწორი პოლიტიკა. ჩვენ ამ თვალსაზრისით და ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ, მივიღეთ ძალიან მაღალი შეფასებები ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან’’, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


