უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივლისი, 2018 13:40
font-size

ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი - შალვა თადუმაძე ენძელა მაჭავარიანს

„პირადად მე ნებისმიერ თანამდებობაზე - მათ შორის პრემიერ-მინისტრადაც უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, მაგრამ მინდა უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ, რადგან თქვენი დიპლომი მითქმა-მოთქმის საგანი რომ არ იყოს“, -ასეთი კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.

„როდესაც არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნა, აღფრთოვანებული ვიყავი. მეგონა, რომ რაკი ის ადვოკატთა სექტორიდან მოვიდა, იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული - არ ვარ იურისტი და წარმოდგენა შემექმნა, რომ ეს ასე იქნებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ რაღაცები ასე არ გამოვიდა. რასაკვირველია, არჩილ კბილაშვილის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ პროფესიონალები საუბრობდნენ, რომ მას რომ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, ამაში სწორედ ადვოკატობამ შეუშალა ხელი.

მირჩევნია სამართალმა იაროს ნელა და მოიპოვოს თავისი სიმართლე, ვიდრე საქმე მივაფუჩეჩოთ. მთავარი პროკურატურის თანამდებობა განსაკუთრებულ განათლებას მოითხოვს. მხოლოდ ამ თანამდებობის ადამიანს უწერია, რომ სისხლის სამართლის იურისტი უნდა იყოს. პირადად მე ნებისმიერ თანამდებობაზე - მათ შორის პრემიერ-მინისტრადაც უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, მაგრამ მინდა უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ, რადგან თქვენი დიპლომი, იმ დროისთვის ამ უნივერსიტეტის დამთავრება, მითქმა-მოთქმის საგანი რომ არ იყოს, ეგებ ამაზე მეტად ისაუბროთ“, - მიმართა მაჭავარიანმა თადუმაძეს.

თადუმაძემ უპასუხა, რომ მასზე, როგორც იურისტზე ყოველთვის იყო მოთხოვნა და მიღებული დიპლომით ორი მილიარდერის ოჯახსა და რამდენიმე ათეულ გენერალს ემსახურებოდა.

„ადვოკატი ექვსი წლის წინ ვიყავი. ექვსი წელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ორი მოწვევის პარლამენტთან ვმუშაობდი. შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი. ამდენად ის საფრთხე თუ როგორ შეიძლება ადვოკატი პროკურორი იყოს, არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემაა - როგორც მთავარი პროკურორი საადვოკატო საქმიანობიდან არ მოვდივარ, არამედ მოვდივარ სახელმწიფო სამსახურიდან. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი ჩემს განათლებასა და დიპლომზე საუბარს, რომ არა ქალბატონი ენძელას მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა. მე, 1992-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომელიც ლეგალურად კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. არცერთი წუთით არ ვნანობ, რადგან დიპლომი არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად შეძლო განათლებამიღებილმა პირმა თავის რეალიზება. არცერთი დღე მე უმუშევარი არ ვყოფილვარ. ჩემზე, როგორც იურისტზე ყოველთვის იყო მოთხოვნა. ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყანაში, როგორც ადვოკატი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი. ამ დიპლომით შევძელი, რომ საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. ამიტომ, არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები“, -უპასუხა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა მაჭავარიანს.

პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 - 1998 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი