პოლიტიკა
ამ კვირაში განისაზღვრება სირიაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების ფორმა - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში განისაზღვრება სირიაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების ფორმა.
როგორც ჯანელიძემ დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიმდინარე კვირაში მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით სირიაში დაზარალებულთათვის.
”ამისთვის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები არის, რადგან ვერ ხერხდება მიწოდება პირდაპირ პროდუქციის და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს გაერო-ს მიერ შექმნილი სპეციალური ფონდი და ფორმატები, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მიმდინარე კვირაში განვსაზღვავთ ჰუმანიტარული დახმარების ფორმას”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
რაც შეეხება სირიის შესახებ რეზოლუციას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის და ქვეყნის პოზიცია ძალიან აქტიურად ფიქსირდება ყველა საერთაშორისო ფორმატში სირიასთან დაკავშირებით.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


