პოლიტიკა
ამ ყველაფერს ნარმანიას გააკეთებინებენ და შემდეგ ,,დაასვენებენ` - ირაკლი აბესაძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
აბესაძე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებისა და კომუნალური ვაუჩერის შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას.
,,არჩევნები დამთავრდა და მორიგი საბიუჯეტო ცვლილებებია:
1. 5 800 000 ლარით ამცირებენ კომუნალური ვაუჩერის დაფინანსებას - ეს ნიშნავს, რომ 70 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ყველაზე ღარიბი 35 000-მდე ოჯახი, ნაცვლად დაპირებული თვეში 106 ლარისა, მიიღებენ თვეში დააახლოებით 30 (!) ლარს.
2. 660 000 ლარით მცირდება ავარიული შენობების გამაგრება (მინიმუმ 2-3 შენობა მაინც გამაგრდებოდა).
3. 1 417 700 ლარით მცირდება ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა - წლის პირველ 9 თვეში ბიზნესის სტიმულირების კუთხით ნარმანიამ მხოლოდ 7 700 (!) ლარი დახარჯა - ასეთი პრიორიტეტულია მათთვის სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება.
სამაგიეროდ გადიფარება ის მუხლები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ,,ქართული ოცნების" მხრიდან ერთჯერადად ამომრჩევლის გულის მოგებისთვის ,,გაიფლანგა".
P.S. 2017 წლის ბიუჯეტიც დიდი ალბათობით მთლიანად ,,ქართული ოცნების" საარჩევნო მიზნებს იქნება მორგებული. ამიტომაც ამ ყველაფერს ნარმანიას გააკეთებინებენ და შემდეგ ,,დაასვენებენ". ალბათ მაინც კარგ ამბად ჩაითვლება მისი გაშვება’’, - წერს ირაკლი ებასაძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


