პოლიტიკა
ამ კაცს დასაჭერი არაფერი არ აქვს - ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეზე
რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, დიანა ტრაპაიძემ ბიზნესმენების საკითხზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ბიზნესმენები მასთან „საქმეების გასარჩევად მიდიან“.
ბიძინა ივანიშვილმა დიანა ტრაპაიძეს სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რისთვის უნდა დასჯილიყო ფარცხალაძე, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „არსებობს ამისთვის კონკრეტული საქმეები“.
ტრაპაიძე დაინტერესდა ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის კონტექსტში, თუ რატომ ეგულება ბიზნესმენს ადამიანი, რომელიც მოაგვარებს საქმეს, რომელსაც ოფიციალურ სტატუსი არ აქვს.
„გავრცელებულ ფალსიფიცირებულ ჩანაწერში არსად არ ჩანდა, რომ საქმის მოსაგვარებლად იყო მოსული ჩემთან. მე ბიზნესმენებს ვხვდები და ხშირად ვხვდები მათ. მას შევხვდი როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს და ძალიან კარგ პროექტს ვგეგმავდით. ბიზნესმენთან შეხვედრა, ბიზნესმენის რანგში დანაშაულად აღიქმება? იცით, მე რამდენ ბიზნესმენს ვხვდები? იმ საუბარშიც კი არსად ჩანდა, რომ არსებობდა პრობლემების მოგვარების სქემა. მე დაგაზუსტებინეთ კითხვა და აქცენტები, თუმცა ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია, ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის დანაშაული, გაუგებარია. არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს.
რაც შეეხება იმას, რაც საზოგადოებას და თქვენც გაინტერესებთ, დაახლოებით ერთი თვეა დაიჭირა „რუსთავი 2“–მა ეს თემა და თქვენც ეხმარებით. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მე ჩაგეკითხეთ, რადგან თქვენ ამბობთ, რომ კაცი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ გაქვთ საფუძველი, რატომ უნდა მოხდეს ეს. ჟურნალისტი ითხოვთ დასჯას. ამ კაცს დასაჭერი არაფერი არ აქვს.
რაც შეეხება ბიზნესმენებს, მე ვცდილობ დავეხმარო მათ, რამეთუ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები ამ ქვეყანაში და არა ხელისუფლებამ. ადამიანებმა უნდა მოახერხონ და შესატყვისი ანაზღაურება უნდა მიიღონ. რაც შეეხება ბიზნესმენებს, ძალიან კარგია, რომ ისინი დადიან ჩემთან და ასეც გაგრძელდება. სწორედ ეს იყო ოქუაშვილის მოსვლის საფუძველი და ამ მიზეზით მოვიდა თავიდანვე ყიფიანი ჩემთან, რომ თამბაქოზე ჰქონდათ პრობლემები. როცა შევჯერდით, რომ მე დავაფინანსებდი ამას, თამბაქოს წარმოებაში ყიფიანსაც ექნებოდა წილი. 10 მლნ იქნებოდა პროექტის ღირებულება. ყველაზე დიდ რისკს ამ პროექტში იღებდა თანაინვესტირების ფონდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


