სამართალი
ამ კაცს, ჩემ გარდა, 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული - გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე
ალბათ ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ თავიდან მომიცილოს. დაჰკითხეს თუ არა, ჩემკენ გამოიშვირა ხელი და საოცარი რამ მოიფიქრა. ამ კაცს, ჩემ გარდა, 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული. არაადეკვატურია, როცა საქმე ფულს ეხება, - აცხადებს ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება მუშაობდა ანგარიშსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენის გატაცება მისმა ყოფილმა მეუღლემ ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე. ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულების გატაცების გეგმას ამუშავებენ, სწორედ ამ ორ სახელს ასახელებენ. ნინო დარსალია აცხადებს, რომ ეს ბრალდება არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ ის თავიდან მოიცილოს.
,,წარმოიდგინეთ, ჩვენებაში წერდა, რომ ბოდბეში განიბანა, ჯადო მოეხსნა, გონება გაუნათდა და ბებერ ცოლს გაშორდა (5 წლით უფროსი ვარ) და პატარა "ანგელოზი", 19 წლით უმცროსი თანამშრომელი მოიყვანა ცოლად. გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო. ამის მერე არაფერს გამოვრიცხავ. მან მე არაერთხელ მომკლა... გაშორების შემდეგ ღამის საათებში იწყებოდა ჩემს ტელეფონზე რეკვა (გიას რომელიღაც სპეციალურ საიტზე დაიდო ჩემი ნომერი), ნინათი მომმართავდნენ და მეკითხებოდნენ, ქალი გამოძახებით ხართო? ამ ადამიანმა მორალურადაც გამანადგურა. 12 ოქტომბრის ღამეს მორიგი მკვლელობა ჩაიდინა“, - განაცხადა დარსალიამ.
მისი თქმით, არიან მოწმეებიც, რომლებიც გია გორგოშაძის ფინანსურ მაქინაციებს ადასტურებენ.
„კაცს დიდძალი ქონება, 100 მილიონზე მეტი აქვს, ოფშორებშიც გაიჭრა და ეს ჩემი და სხვა პარტნიორების გადაგდების ხარჯზე მოახერხა. ყველას საჩივარი აქვს შეტანილი, არიან მოწმეებიც, რომლებიც მის ფინანსურ მაქინაციებს ადასტურებენ. საიდან უნდა მცოდნოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები? გამოძიებას ამის ოდნავი ეჭვიც რომ ჰქონოდა, დღეს დაკავებული ვიქნებოდი. დაიჭირონ ეს თაღლითი. მან ჩემი შვილიც მოკლა და გაწირა - უსახსროდ დაგვტოვა. თუ არ შეაჩერეს, არ გამოვრიცხავ, საკუთარ კომპანიაში ცეცხლიც გააჩინოს და მე დამაბრალოს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დამწამოს“, - განაცხადა ნინო დარსალიამ.
ცნობისათვის, 12 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა - სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებლებს გამოსასყიდის სახით ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ.
ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე დაკავებულებიდან ორს იცნობდა. დარსალიას ყოფილ მეუღლესთან წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვს - 2013 წელს პროკურატურაში უჩივლა და ქონების ნაწილს სთხოვს. დარსალია ამტკიცებდა, რომ გორგოშაძემ ბიზნესი მისი ფულით დაიწყო, განქორწინების შემდეგ კი წილი არ მისცა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


