პოლიტიკა
ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები მაჩალიკაშვილის საქმეში - ირაკლი შოთაძე
საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ინფორმირებულია გამოძიების შესახებ.
შოთაძის თქმით, ის ამ ეტაპზე ვერ უპასუხებს, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.
„გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილების ოჯახი. საგამოძიებო მოქმედებებზე, მას შემდეგ რაც ამოიწურება, საქართველოს პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მაქსიმალურად ეფექტიანად, სწრაფად და მას შემდეგ, რაც დასრულდება, მივაწვდით ყველას ინფორმაციას“, – განაცხადა შოთაძემ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. მას ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავის არეში. იგეგმებოდა მისი სამკურნალოდ გაგზავნა თურქეთში, თუმცა 10 იანვარს მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


