სამართალი
ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმის დახურვაზე ვერაფერს მოგახსენებთ - ფონდ „იავნანას“ საქმის პროკურორი
პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, ფონდ „იავნანას“ საქმეზე ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა თუ სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ საუბარი შეუძლებელია, ვიდრე საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება არ შეფასდება.
როგორც მაია ჯვარშეიშვილი ამბობს, გამოძიების ამ ეტაპზე პაატა ბურჭულაძეს გამოკითხვისას კითხვები მხოლოდ ფონდში საქმიანობის პერიოდზე დაუსვეს.
„კითხვები სრული მოცულობით შეეხებოდა ფონდის შემოწირულობებს, ამ შემოწირულობის ხარჯვის მიზნობრიობას, კონკრეტულ დაგეგმილ ღონისძიებებს, მათი დაგეგმვის ფარგლებში, პაატა ბურჭულაძის და მისი ოჯახის წევრების ჩართულობის ხარისხს და შინაარსს. ასევე, კითხვები ეხებოდა იმ ქონებრივ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებიც ფონდმა მიიღო - ვგულისხმობ კონკრეტული ქონების შეძენას 1000 ლარად და შემდგომ ამ ქონების გამოსყიდვას გაცილებით უფრო მაღალ ფასად 100 ათას ლარად“, - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქმე მალე შეწყდება, მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, რომ შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ გადაიდგმება.
„შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, რის შემდეგაც გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები და სამართლებრივი შედეგები. ამ ეტაპზე ვერც სისხლის სამართლის საქმის დახურვაზე და ვერც რაიმე ტიპის სხვა გადაწყვეტილების მიღებაზე ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა ჯვარშეიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


