სამართალი
ამ ეტაპზე რუსთავი 2-ის კოლექტივისათვის 40%-იანი წილის გადაცემა იურიდიულად შეუძლებელია - პაატა სალია
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია გამოეხმაურა ძმებ ყარამანიშვილების ინიციატივას რუსთავი 2-ის ჟურნალისტებისთვის 40%-იანი წილის გადაცემის შესახებ.
ადვოკატი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის კოლექტივისათვის 40%-იანი წილის გადაცემა იურიდიულად შეუძლებელია ამ ეტაპზე, რადგან წილის იურიდიული მფლობელი ხალვაშია.
სალიას განმარტებითვე, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას დაადგენს და საქმე კვლავ შიდა სასამართლოებში დაბრუნდება, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, წილები დაყადაღებული იქნება.
სალია პიარზე გათვლილს უწოდებს ლევან ყარამანიშვილის განცხადებას.
,,იურიდიულად ეს, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, არის წარმოუდგენელი და შემდგომ ეტაპებზეც ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ვერ განხორციელდება. თუნდაც, რომ სტრასბურგში დავა დასრულდეს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი იმისთვის, რომ დავა ხელახლა დაიწყოს. ანუ, წილები კვლავაც დარჩება ყადაღის ქვეშ და შესაძლოა, საკმაოდ დიდი ხანი გაიწელოს.
თანამშრომლებს დაუფასდათ მათი საქმიანობა, მათი შრომა და მათი ბრძოლა, როგორც აცხადებს ყარამანიშვილი. თავისუფალი სიტყვის დაცვა რომ არ არის ამის ნამდვილი მიზანი, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის განცხადება განცხადებისთვის’’, - ამბობს პაატა სალია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


