უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2017 12:45
font-size

ამ დრომდე არ გვახსენდება არცერთი მსგავსი მწვავე და არაკორექტული შეფასება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

არასამთავრობო ორგანიაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამოეხმაურა პარლამენტის წევრთა განცხადებებს დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობაზე გამოქვეყნებული კვლევის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი პერიოდულად აქვეყნებენ ანგარიშებს დეპუტატების საქმიანობაზე, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევამ ასეთი არაკორექტული შეფასება გამოიწვია.

„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო“ ეხმაურება 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, არასწორ და არაკორექტულ გამონათქვამებს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს, საქართველოს პარლამენტის წევრთა საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის დეპუტატების ბიზნესთან კავშირებზე, შეუთავსებელ საქმიანობასა და არადეკლარირებულ ქონებაზე. აღნიშნული ანგარიში არის რიგით მე-5. ზოგ შემთხვევაში, პარლამენტთან თანამშრომლობით ვაცნობდით დეპუტატებს ამ მონაცემებს. შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრები ასწორებდნენ დეკლარაციებში არსებულ უზუსტობებს, რაც წარმოადგენს კიდეც მსგავსი ანგარიშების მომზადების მიზანს. ამ დრომდე არ გვახსენდება არცერთი მსგავსი მწვავე და არაკორექტული შეფასება თავად იმ ფაქტის, რომ ჩვენი ორგანიზაცია თავს უყრის და აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც ისედაც განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე“, - წერია განცხადებაში.

არასამთავრობოს განმარტებით, კვლევა ეფუძნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დეპუტატების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონაცემებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა--საქართველომ“ აღნიშნა, რომ არცერთ დეპუტატს არ დაუსახელებია მათ ანგარიშში აღმოჩენილი არცერთი ფაქტობრივი შეცდომა.

განცხადებაში მითითებულია, რომ კვლევაში ნახსენებმა პარლამენტარებმა არ უარყვეს კომპანიების არსებობა, თუმცა განაცხადეს, რომ მათ დიდი ხნის წინ შეწყვიტეს სამეწარმეო საქმიანობა.

„კვლევაში ნახსენებმა ზოგმა პარლამენტის წევრმა არც უარყო ამ კომპანიების არსებობა, თუმცა მიუთითა, რომ ამჟამად ან დიდი ხნის განმავლობაში არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. კანონდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაცის გაუქმების შემდეგ წყვეტს. ყველა კომპანია,

რომელიც ნახსენებია კვლევაში, იძებნება საჯარო რეესტრის ბაზაში „აქტიურის” სტატუსით.კანონის ჩანაწერი კი ცალსახაა - პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება, ახორციელებდეს სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას და იმ შემთხვევაში, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი არის კომპანიის წილის მფლობელი, აღნიშნული ფაქტი უნდა მიუთითოს დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, კომპანია კონკრეტულ მომენტში მუშაობს თუ არა მოგების მიღების მიზნით“, -ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ რეესტრში მითითებული ორგანიზაციები არ ფუნქციონირებენ, ეს არ ათავისუფლკებს დეპუტატს, არ მიუთითოს ეს ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში.

„გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში ასევე მითითებულია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა კომპანიების ნაწილი აღარ ფუნქციონირებდეს, რადგან მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში წლების მანძილზე არ განახლებულა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პარლამენტის წევრს ვალდებულებისაგან, რომ კომპანიაში წილის არსებობის შესახებ მიუთითოს თანამდებობის პირის დეკლარაციაში და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან“, - განაცხადეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.

ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ უკვე ორმა დეპუტატმა - დავით სიჭინავამ „ქართული ოცნებიდან“ და მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველოდან“ მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

„საერთაშორისო საზოგაოდება-საქართველომ“ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტარები არ შემოიფარგლებენ განცხადებებით და გადადგამენ ნაბიჯს სიტუაციის გამოსასწორებლად.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 9 დეპუტატი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მათ შორის არიან: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე(„ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო- რეგიონები“),გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, კანონმდებლობა ამას კრძალავს, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დეპუტატს ვადამდე ადრე პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება უწყდება.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი