პოლიტიკა
ამ დროის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია სულ 195 საჩივარი - თამარ ჟვანია
ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია სულ 195 საჩივარი.
როგორც ჟვანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დავების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ.
,,ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს წინასწარი შედეგების დამუშავება. ახლა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესები საოლქო საარჩევნო კომისიებში და გაგაცნობთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ამ დროის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია სულ 195 საჩივარი.
რა თქმა უნდა, საჩივრების რეგისტრაციის ვადა კიდევ არის კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საჩივრების უმეტესობა შეეხება ტექნიკურ პროცედურულ საკითხებს. მოთხოვნების ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები.
მნიშვნელოვანია, რომ დავების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კანონშესაბამისად და ყველა პროცესის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს მე-11 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიები მაჟორიტარულ ნაწილში შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, ხოლო ცესკო არაუგვიანეს მე-19 დღისა, შეაჯამებს საბოლოო შედეგებს’’, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


