პოლიტიკა
ამ დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციასთან - დავით დონდუა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, ქართული მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებას, თუ დარწმუნდება, რომ ეს კონფლიქტების მოგვარებას ხელს შეუწყობს.
დონდუა საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომლებიც დღეს დაიწყება. მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალის გამოუყენებლობის ერთობლივი განცხადების შემუშავებას დაეთმობა. დოკუმენტზე მუშაობა მეექვსე წელია მიმდინარეობს.
დონდუას თქმით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი გამორიცხავს ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის რამე სახით ლეგიტიმაციას.
„ეს დოკუმენტი იქნება მონაწილეთა ერთობლივი განცხადება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციასთან, ან მათ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენასთან. ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთი ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საფრთხეს, ჩვენ საფრთხის თვალსაზრისით კი არა, შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება სწორედ იმ პროცესს, რაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას“, – განაცხადა დონდუამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


