უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2025 13:14
font-size

ამ არჩევნებს თუ არავინ არ დააკვირდა, სუს-ი და კრიმინალური ელემენტები პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ე.წ. სპეცოპერაციას ჩაატარებენ, ამას არჩევნები როგორ ეწოდება - ირაკლი ფავლენიშვილი

როგორ შეიძლება ეწოდოს არჩევნები იმას, რასაც არავინ დააკვირდება? სუს-ი და კრიმინალური ელემენტები პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ე.წ. სპეცოპერაციას ჩაატარებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციები შესრულებული არ აქვს, პირიქით, უფრო მეტ დარღვევას, მეტ რეპრესიულ კანონს აქვს ადგილი, უფრო მეტი ადამიანია დაკავებული.

„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს აზრი რომ არ აქვს, ეს კარგად გამოჩნდა. მაგალითად, საარჩევნო პროცესი ხომ უნდა იყოს, რომ აზრი ჰქონდეს. ამ არჩევნებს თუ არავინ არ დააკვირდა, სუს-ი და კრიმინალური ელემენტები პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ე.წ. სპეცოპერაციას ჩაატარებენ, ამას არჩევნები როგორ ეწოდება? მაშინ ყველაფერში უნდა მიიღო მონაწილეობა, რასაც ივანიშვილი ოდესმე განიზრახავს. ამ არჩევნებს არავითარი ლეგიტიმაცია ვერ ექნება. არანაირი რეკომენდაცია შესრულებული არ არის და კიდევ უფრო უარესი, უფრო მეტ დარღვევას, მეტ რეპრესიულ კანონს აქვს ადგილი, უფრო მეტი ადამიანი არის დაკავებული“, – განაცხადა ირაკლოი ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება ეუთო/ოდირ-თან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ საელჩოების ერთ-ერთი საქმეა მთავრობის მიმართ მოწოდება.

„საელჩოები უნდა აკეთებდნენ განცხადებას, რა თქმა უნდა, ისინი უნდა მოუწოდებდნენ ივანიშვილის ბანდას, შეასრულონ რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლებიც ლეგიტიმურად არსებობს ჩვენს დასავლელ კოლეგებში. მე არ ვარ დიპლომატი, არც ბრიტანეთის და სხვა საელჩოს წარმომადგენელი, თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოწოდებებს არ აქვს აზრი ივანიშვილთან მიმართებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა აკეთებდნენ მოწოდებებს, ეს მათი ერთ-ერთი საქმეა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი