უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2018 15:55
font-size

ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისშია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. ბელარუსის პრეზიდენტთან ერთად თბილისში ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაც იმყოფება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართეს მნიშვნელოვანი შეხვედრები ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, მიხაელ რუსისთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს ვაჭრობის, ერთობლივი საწარმოების დაფუძნებისა თუ სხვა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმიც გაიმართა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხაელ რუსიმ გახსნეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი