პოლიტიკა
ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკოს თითქმის 20 ათასი ხელმოწერა წარუდგინა
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკო-ს მხარდამჭერთა 19 576 ათასი ხელმოწერა წარუდგინა.
როგორც ელისაშვილმა მედიას ცესკოს-თან განუცხადა, ერთი კვირის წინ ვერ წარმოედგინა რომ შეაგროვებდა 10 ათას ხელმოწერას, რომელსაც მას კანონი ავალებდა.
"რეალურად, ეს არის 19 576 თბილისელი მოქალაქის საპროტესტო გზავნილი. ჩვენთან მყარად არის დამკვიდრებული აზრი, რომ ათასობით ხელმოწერის შეგროვება სტანდარტულ ერთთვიან ვადაშიც კი ითვლება, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. დიდი პარტიებიც კი ყოველთვის წინასაარჩევნოდ ერთსა და იმავეს აკეთებენ. ოროსანი ბავშვებივით იწერენ ერთმანეთისგან სიებს, ხელმოწერებს აყალბებენ და ასე წარადგენენ ხოლმე ცესკოში და არეგისტრირებენ, რაც ჩვენი მავნე პოლიტიკური ტრადიციაა. ამას ღიად მიეჩვივნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიები. პირდაპირ მომიწოდებდნენ, რომ გამეყალბებინა სიები, ანუ ის გამეკეთებინა, რასაც სხვა პოლიტიკური პარტიები აკეთებენ ხოლმე, მაგრამ მე პოლიტიკაში ტყუილისთვის არ ვარ მოსული. მე პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ სიბინძურე გაიწმინდოს და მყისიერ, პროფესიონალ ადამიანებს მიეცეთ ასპარეზი პოლიტიკაში”, - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს ელისაშვილმა განაცხადა, რომ ცესკომ მას ერთკვირიანა ვადა მისცა, რომ მხარდაჭერების 10 ათასი ხელმწოერა წარედგინა.
ელისაშვილმა ცესკოს გადაწყვეტილებას - უსინდისო უწოდა.
ცესკოს განმარტებით კი, მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


