პოლიტიკა
ალექსანდრე ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მერობის კანდიდატი გახდება
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე მერად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს.
ამასთან, როგორც ელისაშვილმა „მოამბესთან“ საუბარში აღნიშნა, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი, თუ „გარკვეული პარტიების“ სახელით წარსდგეს არჩევნებზე.
„გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან იყო შემოთავაზება, რომ მე ვიყო მათი სახელით მერობის კანდიდატი. მე ვფიქრობ, პირველ რიგში, რომ თუ მერობის კანდიდატი ვიქნები, დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყო. თუმცა შემოთავაზება შემოთავაზებაა, რა თქმა უნდა, მათ უფლება ქონდათ კი არა, დიდი მადლობა რომ ასეთი რამ შემომთავაზეს. თუმცა, საბოლოო ჯამში მე უნდა ჩამოვყალიბდე“,-აღნიშნა ელისაშვილმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ელისაშვილს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და რესპუბლიკელებმა თვითმმართელობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად მათი სახელით წარსდგეს.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ორი პარტია ბლოკის სახით ქინება წარმოდგენილი თვითმმართველობის არჩევნებზე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


