პოლიტიკა
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია.
„სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერის კანდიდატურა. სანდროს მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ერთად.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია. აღმასრულებელი ფუნქცია, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება, როგორც ის არის აქამდე და სანდროსთან ერთად გააკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვას.
ეს პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა. ასეთი ინიციატივები სანდროს ძალიან ბევრი აქვს, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით ისინი ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დაგეგმავენ კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკას და პროგრამებს. ვფიქრობთ, ეს მიმართულებაც გაძლიერდება ვიცე-პრემიერის რანგში ამ ფუნქციის ატანასთან ერთად.
ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე- პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


