სამართალი
ალექსანდრე ჯაფოშვილი ელისო კილაძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს, ალექსანდრე ჯაფოშვილი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში ადანაშაულებს.
კერძოდ, საქმე ეხება გუშინ ელისო კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის მისი შვილის დავით ხარშილაძის დაკავების ფაქტზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. კილაძის თქმით, მისი შვილის დაკავებაში არა სამი, არამედ 12 სამართალდამცველი მონაწილეობდა. კილაძის თქმით, მან რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება მოახერხა, და ერთ-ერთი მათგანი სწორედ, ალექსანდრე ჯაფოშვილია.
ჯაფოშვილის თქმით, იგი პოლიციაში 2004 წლიდან აღარ მუშაობს.
„2004 წელს, როდესაც რეორგანიზაცია მოხდა და გამოგვიშვეს ძველი თანამშრომლები, პროფესიონალები, იმის მერე მე პოლიციასთან არანაირი შეხება არ მქონია. ოფიციალურად აღარ ვმუშაობ. შეგიძლიათ კადრებში მიხვდიეთ და ამოიღოთ ჩემი პირადი საქმე, იქ ყველაფერი ნათლად არის. არანაირი შეხება ხარშილაძის საქმესთან არ მაქვს, არც ვიცნობ ვინ არიან ესენი. უბრალოდ სასაცილოა. ქალბატონმა უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია, ცილი დამწამა მე, ამიტომ მე, კანონის ფარგლებში რაც საჭირო არის, მე თვითონ იურისტი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ და მივყვები ბოლომდე“,-აღნიშნა ჯაფოშვილმა“რუსთავი2“-თან საუბარში.
ელისო კილაძის მტკიცებით კი, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაფიქსირებული ალექსანდრე ჯაფოშვილის პირადი ნომერი.
„ამ პირადობის ნომრით ფიქსირდება სწორედ ეს სახელი და გვარი. მეორე, მე შეძლებისდაგვარად გადავამოწმე და როცა ამბობს, რომ 2004 წლის შემდეგ არ უმუშავია, შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წლამდე ის ირიცხებოდა ნამდვილად პოლიციის რიგებში. თუ მას სურვილი აქვს, რომ სასამართლოში მიჩივლოს - ეს არის მისი უფლებაა“,-განაცხადა ელისო კილაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


