პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილმა საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა, - ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელისაშვილის განმარტებით, წასვლის მიზეზი გახდა 29 სექტემბერს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„შეიძლება არასერიოზულად გამოიყურებოდეს, როცა ამ მოწვევის საკრებულო სამ კვირაში ასრულებს თავის მუშაობას, მაგრამ მაიძულეს, რადგან საკრებულო ერთი ადამიანის ბეჭდის დამრტყმელ ორგანოდ იქცა“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა საკრებულოს როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, იგივე გაიმეორონ.
მისი თქმით, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე უკვე დაწერა.
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.
სხდომის დაწყების წინ დაპირისპირება მოჰყვა „ევროპული საქართველოსა“ და ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატების - ელენე ხოშტარიასა და ზაალ უდუმაშვილის პროტესტს.
უშუალოდ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ალეკო ელისაშვილმა, მარინა დათუკიშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


