პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე საჯარო დებატებში მიიწვია
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე სატელევიზიო დებატებში მიიწვია.
ამის შესახებ ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო დღების, ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიებიდან, სხვადასხვა არხიდან, ჩემს შტაბს, ჩემს პრეს სპიკერს გვიკავშირდებოდნენ რედაქტორები, პროდიუსერები და პირველი კითხვა იყო მზად ვიყავი თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან კახი კალაძესთან მიმეღო დებატებში მონაწილეობა. ყოველჯერზე ჩვენ ვადასტურებდით მზაობას და ყოველთვის ეს შეთანხმება, რატომღაც იშლებოდა.
მე გადავწყვიტე ყოველგვარი შუამავლების, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მივმართო „ქართული ოცნების“ შტაბს, ჩემს კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, კახი კალაძეს და მე მას ვიწვევ პირდაპირ ღია საჯარო დებატებში.
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ფორმატში მე ვარ მზად დავდგე, ან დავჯდე მასთან დებატებში, ვინაიდან მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა, მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ კანდიდატები მუშტი-კრივზე კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ესაუბრებოდნენ იმის შესახებ, თუ რას ვუპირებთ ჩვენ ამ ქალაქს. როგორ უნდა ვუშველოთ ამ ჯოჯოხეთურ საცობებს, რომლებშიც ყველა დავიტანჯეთ, რა უნდა ვუქნათ ამ მოშხამულ ჰაერს, შემცირებულ ამწვანებას, მონჯღრეულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. რა უნდა ვუყოთ იმას, რომ ეს ქალაქი სინამდვილეში არიყოს გადასარჩენი.
მე მზად ვარ, დებატების დროს, დავასაბუთო, როგორ გადავარჩენთ მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქს საშინელი პრობლემებისგან. ველოდები, კახა კალაძისგან პასუხს“,-განაცხადა ელისაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


