სამართალი
ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს: ჩვენი აღზრდა გინდა, თუ რატომ ჩამოუარე ყველას? საქმეს მიხედე რა
ჩვენი აღზრდა გინდა, თუ რატომ ჩამოუარე ყველას? მეტი საქმე არ გაქვთ? „კევს“ რატომ ღეჭავო, საბავშვო ბაღია? - ამ სიტყვებით მიმართა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე მზია გარშაულიშვილს.
მოსამართლემ დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირს მიუთითა, საღეჭ რეზინს ნუ ღეჭავდა სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც, მას ელისაშვილმა მიმართა.
მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გააფრთხილა, რომ სხდომათა დარბაზიდან გააძევებდა.
„მართლა? შემაშინეთ! საქმეს მიხედე რა!“ - მიმართა მოსამართლეს ელისაშვილმა.
მისი ერთ-ერთი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამ წუთებში ითხოვს, საქმე მთლიანად თბილისის საქალაქო სასამართლოსგან აცილებული იყოს. ამასთან, ადვოკატი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს. ჩოფიკაშვილი მოსამართლის მიუკერძოებლობას აყენებს ეჭვქვეშ. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ „დასაბუთების გარეშე დამატებითი ვადა მისცა ბრალდების მხარეს“. ჩოფიკაშვილის თქმით, საქმეში ტერორიზმთან ბრძოლის არც ერთი მოთხოვნა არაა დაკმაყოფილებული, რაზეც მოსამართლემ არც კი იმსჯელა.
ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არც თვითაცილების და არც სასამართლოს აცილების ნაწილში.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.
ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


