პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვით, მან და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ უნდა უარყონ ეკა ბესელიას შესახებ გაკეთებული განცხადება.
ელისაშვილმა და კილაძემ ბესელიას მიერ პატიმრებისგან შესაძლო ქრთამის აღებაზე ისაუბრეს.
ელისაშვილმა განაცხადა, რომ ბესელიას სასამართლოს მხრიდან გარანტიები აქვს ორივე ინსტანციაში საქმის მოსაგებად.
„რადგან ბესელია დარწმუნებულია, რომ ორივე ინსტანციას მოგვიგებს, როგორც ჩანს, მას აქვს გარანტიები და ზუსტად იცის, რომელ მოსამართლეებს დაეწერება საქმეები და ეს არის ჩვენი სასამართლოსა და სახელმწიფოს უბედურება“,- განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამოეხმაურა. ბესელიას განცხადებით, სასამართლომ სრულიად ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მისი შეფასებით, ელისაშვილისა და კილაძის ბრალდება მის პატივსა და ღირსებას ხელყოფს.
მისი თქმით, დადასტურდა, რომ ელისაშვილი და კილაძე ცილისმწამებლები არიან, რადგან გამოძიებამ არ გამოავლინა მტკიცებულება, რომ ის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა.
ბესელიას თქმით, ის სასამართლოს ყველა ეტაპს გაივლის, რათა ელისაშვილმა და კილაძემ უარი თქვან თავის განცხადებაზე.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ალეკო ელისაშვილმა და ელისო კილაძემ ეკა ბესელიას მიერ პატიმრებისგან შესაძლო ქრთამის აღებაზე ისაუბრეს. ეკა ბესელიამ ეს ცილისწამებად ჩათვალა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა. ელისაშვილსა და კილაძეს დაევალათ ეკა ბესელიას შესახებ გაკეთებული განცხადებების უარყოფა, ასევე დაეკისრათ ეკა ბესელიას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


