სამართალი
ალბათ, იმის ინტერესი აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულ ცენტრში მისი დაბარება არ უკავშირდება რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ის სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა.
მისივე თქმით, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე არ აქვს არანაირი ინფორმაცია, რომ უწყებას მიაწოდოს.
ამასთან, მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალი წაუყენონ.
"მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ გამოძიებას მივაწოდო. ჩემი წინა დაკითხვა დაკავშირებული იყო აქციის მსვლელობისას გამწარებული ადამიანის სიტყვებთან. მეორე დღეს არც მახსოვდა ეს სიტყვები. აქედან ცდილობენ რაღაცის შექმნას. დღეს იგივე საქმეზე არ ვარ დაბარებული. თუ მე მადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადის.
მათ ალბათ, იმის ინტერესი აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


