სამართალი
,,აკურის’’ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა
მესაკუთრეებისთვის ,,აკურის’’ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, ადეიშვილს დაუსწრებლად ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მერაბიშვილს, ასევე ამნისტიის გათვალისწინებით, 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა.
ეს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისთვის პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.
ადეიშვილის ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა აღნიშნულ განაჩენს პოლიტიკური უწოდა და აღნიშნა, რომ დღევანდელი განაჩენის გასაჩივრების საკითხს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.
პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა კი, კომენტარი არ გააკეთა.
თავის მხრივ, როგორც საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოზე წარადგინა ყველა ის უტყუარი მტკიცებულება, რომელმაც დაადასტურა ბრალდებულების დამნაშავეობა.
საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და უშიშროების ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სსსკ-ის 333-ე მუხლით.
ბრალდების მიხედვით 2004 წელს თელავში მდებარე ღვინის ქარხნის, "აკურას" უსასყიდლოდ დათმობა სწორედ ადეიშვილმა და მერაბიშვილმა აიძულეს მეპატრონეებს, თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ნოდარ მოდებაძეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


