პოლიტიკა
ახსენით, საიდან ააშენეთ, საიდან დააგროვეთ ამდენი კაპიტალი, საიდან მოიხვეჭეთ ამდენი - გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის წევრებისგან განმატებას ითხოვს
მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა მედიაში გავცრელებულ ინფორმაციას მაღალჩინოსნების სასახლეების შესახებ. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები მხოლოდ საკუთარი კაპიტალის გაზრდაზე არიან ორიენტირებული.
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას, რატომ არ ვითარდება ქვეყანა, რატომ არაფერის არ აკეთებს ხელისუფლება, რატომ არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში ის დამადასტურებელი ფაქტი, რატომ არაფერს არ აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი გადასული არიან ფულის შოვნაზე, კორუფციული სქემების , ასე ვთქვათ, მშენებლობაზე და , რაც მთავარია, ამ გზით უზარმაზარ ქონებას აგროვებენ.
ჩემ გარშემო არის ის სასახლეები, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ააშენეს საკუთარი ცხოვრების უკეთელსაყოფად. მე მინდა დავასახელო გვარები - ბატონი ბახტაძე, გოგაშვილი, გომელაური, იზორია, კობახიძე, საბანაძე, ტაბატაძე, ჩუბინიძე, ჯანელიძე, ბესელია, ცერცვაძე, მურუსიძე, სესიაშვილი, ფარცხალაძე, ძიძიგური - ჩემს გარშემო არის მილიონობით ღირებულების ქონება, რომელიც ამ ადამიანებმა დააგროვეს კორუფციული სქემებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პროკურატურისგან და სამართალდამცავი ორგანოებიდან გვესმოდეს, რომ ისინი გამოიძიებენ, ეს დაუსაბუთებელი ქონება საიდან მოხვდა მათ ხელში - სრული დუმილი, არაფერს ისინი არ აკეთებენ. ეს კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს, ჩვენ გვყავს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც მფარველობენ ამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომლითაც გაივსო დღეს საქართველო. და ნაცვლად იმისა, რომ მათ იფიქრონ ადამიანის პრობლემებზე, გაჭირვებაზე, იმ უზარმაზარ სიდუხჭირეზე, რომელიც ქვეყანაშია, ერთადერთი საფიქრალი აქვთ, იშოვონ მეტი, გააკეთონ მეტი ფული და რაც შეიძლება მეტად გაიმდიდრონ თავი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ მიმართა ამომრჩეველს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში შეცვალოს მდგომარეობა და უარი თქვას „იმ კორუმპირებულ ადამიანებზე, რომლებიც მოაჯდნენ სახელმწიფოს სათავეში“.
„მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი არჩევნებით, 28-ი უნდა გავისტუმროთ ეს ხალხი და პირდაპირი ეთერით მინდა მივმართო, გამოდით რომელიმე და ახსენით, საიდან გაქვთ ეს სასახლეები. მესმის, რომ პროკურატურაში საქე გაქვთ ჩაწყობილი და თქვენ წინააღმდეგ გამოძიებას არავინ არ დაიწყებს. ახსენით, საიდან ააშენეთ, საიდან დააგროვეთ ამდენი კაპიტალი, საიდან მოიხვეჭეთ ამდენი“, - განაცხადა ვაშაძემ.
ფეშენებელური სასახლეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ან ოჯახის წევრებს ეკუთვნით და რომლებიც 2012 წლის შემდეგ არის აშენებული „კურიერის“ კამერამ დააფიქსირა.
სასახლეების ნაწილი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებზეა გაფორმებული, ნაწილი მათი ოჯახის წევრებზე, ნაწილი ნომინალურ მფლობელებზე, რომლებსაც სხვა არანაირი ქონება არ გააჩნიათ, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მაინც ხელისუფლებს წარმომადგენლებს უთმობენ საცხოვრებლად. თანამდებობის პირების ქონება კი დრამატულ ზრდას 2012 წლის შემდეგ იწყებს, ანუ მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა სახელისუფლებო სავარძლებში გადაინაცვლეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


