პოლიტიკა
ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა და სხდომის გახსნა პრეზიდენტის პრეროგატივაა
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ნიშნავს და პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს.
პარლამენტი პირველივე სხდომაზე აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერებს, ასევე, დააკომპლექტებს კომიტეტებს და აირჩევს მათ თავმჯდომარეებს.
პირველ სხდომას უნდა დაესწროს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ასევე, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


