უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 დეკემბერი, 2018 17:25
font-size

ახლა თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა - ეკა ბესელია სოფო კილაძეს (ვიდეო)

„ახლა გავიგე, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტიდან, რადგან კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს საუბრის უფლებას რიგის მიხედვით“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ამაზე უკვე გადამდგარმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ უხარია, თუ კილაძესა და სამადაშვილს საერთო პოზიცია აქვთ.

„ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადამიანის მოსაზრება, ადამიანის უფლებების კომიტეტში ასე არის, რომ თითოეულ ადამიანს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალებამ“, - განაცხადა სოფო კილაძემ, რაზეც ბესელიამ უპასუხა, რომ „ახლა თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა“.

გარდა ამისა, კილაძე ასევე შეეხო ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის საკითხს და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ ამის შესახებ საუბრობდნენ ჟურნალისტები. დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ უკავშირებს ეკა ბესელია თავის გადადგომას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.

„შეგიძლიათ, დასერჩოთ „გუგლში“ და პირდაპირ ამოაგდებს ჟურნალისტების სტატიებს, სადაც ამაზე იყო საუბარი. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა გასაგები თემაა. ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას”, – აღნიშნა კილაძემ.

ამაზე ბესელიამ უპასუხა, რომ უმჯობესია, ცოტა წინდახედულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ყველამ, როცა შეფასებებს აკეთებენ.

„ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, მე მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ ალბათ. რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა. რაც ადრე ცხადდებოდა და რაც ადრე გაჟღერდა, ხომ არ არის ეს დაკავშირებული აი, ამ პროცესთან, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ. ეს, როგორც ჩანს, ადრე იგეგმებოდა, რატომ იგეგმებოდა ეს ადრე, იქამდეც მივალთ და მერე ვიღაც არ აღმოჩნდეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში. ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია და დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია, სად არის და რატომ არის, ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს, რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თავად დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას. ამიტომ უმჯობესია, ცოტა წინდახედულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ყველამ, როცა ასეთ შეფასებებს გააკეთებს”, – განაცხადა ბესელიამ.

მანამდე ბესელიასა და კილაძეს შორის დაძაბულობას ჰქონდა ადგილი.

კილაძემ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა.

„უკვე დიდი ხანია, ხელი ავწიე”, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

ამის საპასუხოდ ბესელიამ თანაგუნდელს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„ყველა დამელოდეთ მშვიდად, რიგს აქ მე განვსაზღვრავ. დამშვიდდი, დაწყნარდი, რიგი განსაზღვრე იქ, სადაც შეგიძლია განსაზღვრო. აქ მე განვსაზღვრავ რიგს და მოვითმინოთ. დაწყნარდი, კიდევ ერთხელ გეუბნები, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და შემოხვიდე”, – მიმართა ეკა ბესელიამ სოფო კილაძეს.

ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ გაუძღვა. ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი