პოლიტიკა
ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე
ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.
მისივე თქმით, მრავალი წელია, საზოგადოებას ესმის საუბრები რადიკალიზაციასა და რადიკალურ სცენარებზე, თუმცა არც ერთი ასეთი საუბარი წარმატებით არ დასრულებულა, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
„მთლიანად ოპოზიცია არის გაურკვევლობაში, არის 2 პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს და არის კიდევ ორი პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებენ. ფუნქცია ამ კუთხითაც დაკარგული აქვთ. შესაბამისად, მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ისაუბრონ რაღაც რადიკალურ სცენარებზე. თუმცა ასეთი საუბრები რადიკალიზაციაზე, რადიკალურ სცენარებზე გვახსოვს უკვე მრავალი წელია და ისიც გახსოვთ, რომ არც ერთი საუბარი არ დასრულებულა წარმატებით, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდა რადიკალური სცენარების განხორციელების საშუალებას. მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება,“- განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


